---
title: "მუხლი 9. დასკვნითი დებულებანი — სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/16054-saregistratsio-mosakreblebis-shesakheb/9"
law: "სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ"
article: "9"
identifier: "matsne 16054"
adopted: "2002-04-10"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. დასკვნითი დებულებანი — სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16054-saregistratsio-mosakreblebis-shesakheb/9

1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

2. ამ კანონის ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს:
ა) „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტი;
ბ) „საწარმოთა და მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანების რეგისტრაციისათვის სარეგისტრაციო მოსაკრებლების დაწესების თაობაზე“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 11 აპრილის №196 დადგენილება;
გ) „საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის, სანომრე ნიშნების, მართვის მოწმობებისა და ტექნიკური პასპორტების დამზადების, გაცემისა და აღრიცხვის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 19 მაისის №139 განკარგულება;
დ) „სატრანსპორტო საშუალებების, მისაბმელების და ნომრიანი აგრეგატების საგზაო პოლიციაში მხარეთა ერთობლივი განცხადების საფუძველზე რეგისტრაცია-მომსახურების ტარიფების ნუსხა“, დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 1996 წლის 9 ივლისის №587 ბრძანებით, 1996 წლის 19 აგვისტოს №693 ბრძანებითა და 1997 წლის 30 აპრილის №215 ბრძანებით;
ე) „ცეცხლსასროლი და გაზის იარაღის სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 14 მაისის №321 ბრძანებულება;
ვ) „საქართველოს რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს სისტემაში კულტურულ ფასეულობათა ექსპერტიზის, გატანა-შემოტანის რეგულირების სამმართველოს შექმნის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 6 დეკემბრის №747 დადგენილება;
ზ) „სასაზღვრო გამტარ პუნქტებთან საბაჟო კონტროლის ზონებში, ტერმინალებში განთავსებული ხარისხის ინსპექციების მიერ ექსპორტ-იმპორტის დროს გაწეული ფასიანი მომსახურების პრეისკურანტი“ და „ვეტერინარული პრეპარატების რეგისტრაციისა და ექსპერტიზის პრეისკურანტი“, დამტკიცებული საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 1997 წლის 11 დეკემბრის №2-424 ბრძანებით;
თ) „საქართველოში სამკურნალო საშუალებების რეგისტრაციის წესები“, დამტკიცებული საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის 1997 წლის 17 სექტემბრის №360/ო ბრძანებით;
ი) „მიწის ნაკვეთისა და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონების სახელმწიფო სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
კ) სარეგისტრაციო მოსაკრებლების დაწესებასთან დაკავშირებული ყველა სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტი.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2002 წლის 10 აპრილი.
№1356-IIს

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16054-saregistratsio-mosakreblebis-shesakheb/8-1.md
