---
title: "მუხლი 11. განაცხადი და მისი განსახილველად წარდგენა — ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/16192-integraluri-mikroskemis-topologiis-shesakheb/11"
law: "ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის შესახებ"
article: "11"
identifier: "matsne 16192"
adopted: "1999-06-22"
text_version: "as-enacted"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. განაცხადი და მისი განსახილველად წარდგენა — ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის შესახებ

> Text as-enacted text (the original version). Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის შესახებ, მუხლი 11 (as-enacted text (the original version)), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16192-integraluri-mikroskemis-topologiis-shesakheb/11

1. განაცხადის „საქპატენტში“ შეტანა ხდება უშუალოდ ავტორის ან მისი უფლებამონაცვლის (შემდგომში – განმცხადებლის) ან მათი წარმომადგენლის მიერ.

2. უცხო ქვეყნის პირები ან მათი წარმომადგენლები „საქპატენტთან“ ურთიერთობას წარმართავენ „საქართველოს საპატენტო კანონის“ 65-ე მუხლის შესაბამისად.

3. განაცხადი უნდა ეხებოდეს მხოლოდ ერთ ტოპოლოგიას.

4. განაცხადი უნდა შეიცავდეს: ა) დადგენილი წესით შედგენილ განცხადებას ტოპოლოგიის რეგისტრაციის თაობაზე, რომელშიც მითითებული უნდა იყოს: განმცხადებლის სრული სახელი (სახელწოდება), მისამართი და მიმოწერის მისამართი, ან წარმომადგენლის სრული სახელი და მისამართი, თუ განაცხადის შეტანა ხდება წარმომადგენლის მიერ; ბ) ტოპოლოგიის სრულად ამსახველ მასალებს, რეფერატის ჩათვლით; გ) განაცხადის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის საფასურის გადახდის დამადასტურებელ საბუთს; დ) განმცხადებლის მიერ წარმომადგენლის სახელზე გაცემულ მინდობილობას, თუ განაცხადის შეტანა ხდება წარმომადგენლის მიერ.

5. განაცხადი „საქპატენტში“ შეტანილად ითვლება იმ დღიდან, როდესაც წარდგენილია განცხადება ტოპოლოგიის რეგისტრაციის თაობაზე და ტოპოლოგიის სრულად ამსახველი მასალები, რეფერატის ჩათვლით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16192-integraluri-mikroskemis-topologiis-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16192-integraluri-mikroskemis-topologiis-shesakheb/12.md
