---
title: "მუხლი 12. განაცხადის განხილვა, გამოქვეყნება, მოწმობის გაცემა — ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/16192-integraluri-mikroskemis-topologiis-shesakheb/12"
law: "ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის შესახებ"
article: "12"
identifier: "matsne 16192"
adopted: "1999-06-22"
text_version: "as-enacted"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. განაცხადის განხილვა, გამოქვეყნება, მოწმობის გაცემა — ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის შესახებ

> Text as-enacted text (the original version). Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის შესახებ, მუხლი 12 (as-enacted text (the original version)), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16192-integraluri-mikroskemis-topologiis-shesakheb/12

1. „საქპატენტი“ ატარებს განაცხადის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზას, რის შედეგადაც გამოაქვს შესაბამისი გადაწყვეტილება მოწმობის გაცემის თაობაზე.

2. „საქპატენტი“ განაცხადის შეტანის თარიღს ადასტურებს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის საფასურის გადახდის შემთხვევაში.

3. თუ დადასტურდა, რომ განაცხადი აკმაყოფილებს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზას, „საქპატენტი“ იღებს გადაწყვეტილებას ტოპოლოგიის რეგისტრაციის შესახებ.

4. ტოპოლოგიის რეგისტრაციაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დადგენილი საფასურის გადახდის შემთხვევაში, „საქპატენტი“ აწარმოებს ტოპოლოგიის რეგისტრაციას „ინტეგრალური მიკროსქემების ტოპოლოგიების რეესტრში“, გასცემს მოწმობას და აქვეყნებს მონაცემებს „საქპატენტის“ ოფიციალურ ბიულეტენში.

5. მონაცემების გამოქვეყნებამდე განმცხადებელს უფლება აქვს „საქპატენტის“ მოთხოვნით ან საკუთარი ინიციატივით შეავსოს, დააზუსტოს და შეასწოროს განაცხადის მასალები.

6. განაცხადის განხილვისას „საქპატენტს“ შეუძლია განმცხადებლისაგან მოითხოვოს დამატებითი მასალების წარდგენა და განაცხადში ცვლილებების შეტანა, რომელთა გარეშეც შეუძლებელია მისი განხილვა.

7. განაცხადის ექსპერტიზასა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები განისაზღვრება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16192-integraluri-mikroskemis-topologiis-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16192-integraluri-mikroskemis-topologiis-shesakheb/13.md
