---
title: "მუხლი 14. უფლებათა გადაცემა — ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/16192-integraluri-mikroskemis-topologiis-shesakheb/14"
law: "ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის შესახებ"
article: "14"
identifier: "matsne 16192"
adopted: "1999-06-22"
text_version: "as-enacted"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. უფლებათა გადაცემა — ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის შესახებ

> Text as-enacted text (the original version). Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის შესახებ, მუხლი 14 (as-enacted text (the original version)), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16192-integraluri-mikroskemis-topologiis-shesakheb/14

1. ტოპოლოგიის მფლობელს შეუძლია ტოპოლოგიაზე განსაკუთრებული უფლებების გადაცემა.

2. ტოპოლოგიის მფლობელს უფლება აქვს გასცეს სხვა პირზე ლიცენზია ტოპოლოგიის გამოყენებაზე. ლიცენზიის გაცემა და რეგისტრაცია ხორციელდება „საქართველოს საპატენტო კანონის“ 59-ე და 62-ე მუხლების შესაბამისად.

3. დასაშვებია იძულებითი ლიცენზიის გაცემა ტოპოლოგიის გამოყენებაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მისი გამოყენება ნაკარნახევია სახელმწიფო არაკომერციული ინტერესებით ან განპირობებულია არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღსაკვეთად მიმართული სასამართლო ან ადმინისტრაციული აქტით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16192-integraluri-mikroskemis-topologiis-shesakheb/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16192-integraluri-mikroskemis-topologiis-shesakheb/15.md
