---
title: "მუხლი 15. დავა — ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/16192-integraluri-mikroskemis-topologiis-shesakheb/15"
law: "ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის შესახებ"
article: "15"
identifier: "matsne 16192"
adopted: "1999-06-22"
text_version: "as-enacted"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15. დავა — ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის შესახებ

> Text as-enacted text (the original version). Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის შესახებ, მუხლი 15 (as-enacted text (the original version)), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16192-integraluri-mikroskemis-topologiis-shesakheb/15

1. ტოპოლოგიის მფლობელს ან დაინტერესებულ პირს უფლება აქვს „საქპატენტის“ ან სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება გაასაჩივროს „საქართველოს საპატენტო კანონის“ 68-69-ე მუხლების შესაბამისად.

2. ტოპოლოგიის მფლობელს განსაკუთრებული უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული დავის შემთხვევაში უფლება აქვს მოითხოვოს: ა) იმ ქმედებათა შეწყვეტა, რომლებიც არღვევენ უფლებებს ან ქმნიან მათი დარღვევის საფრთხეს; ბ) მიყენებული ზიანის ანაზღაურება, მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით; გ) კომერციული მიზნით გამოყენებული ტოპოლოგიის საფუძველზე შექმნილი იმს-ის ჩამორთმევა ან განადგურება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16192-integraluri-mikroskemis-topologiis-shesakheb/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16192-integraluri-mikroskemis-topologiis-shesakheb/16.md
