---
title: "მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება — ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/16192-integraluri-mikroskemis-topologiis-shesakheb/2"
law: "ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 16192"
adopted: "1999-06-22"
text_version: "as-enacted"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება — ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის შესახებ

> Text as-enacted text (the original version). Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის შესახებ, მუხლი 2 (as-enacted text (the original version)), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16192-integraluri-mikroskemis-topologiis-shesakheb/2

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ინტეგრალური მიკროსქემა (შემდგომში – იმს) – ელექტრონული ფუნქციის შემსრულებელი ნაკეთობა დასრულებული ან შუალედური ფორმით, რომლის ელემენტები, რომელთაგან ერთი მაინც აქტიურია, და მათ შორის არსებული ზოგიერთი ან ყველა ურთიერთშეერთება განუყოფლადაა ფორმირებული ნაკეთობის მასალის მოცულობაში ან/და ზედაპირზე; ბ) ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგია (შემდგომში – ტოპოლოგია) – იმს-ის ელემენტთა, რომელთაგან ერთი მაინც აქტიურია, და მათ შორის არსებული ზოგიერთი ან ყველა ურთიერთშეერთების რაიმე სახით გამოსახული სამგანზომილებიანი განლაგება, ან იმს-ის წარმოებისათვის მომზადებული სამგანზომილებიანი განლაგება; გ) მოწმობა ტოპოლოგიაზე (შემდგომში – მოწმობა) – ამ კანონის შესაბამისად რეგისტრირებული, ტოპოლოგიის მფლობელის სახელზე გაცემული და მისი განსაკუთრებული უფლებების დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) განაცხადი – ტოპოლოგიის რეგისტრაციისათვის აუცილებელი საბუთების ერთობლიობა, რომელიც ფორმდება დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; ე) „საქპატენტი” – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში სამართლებრივად უზრუნველყოფს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებებს; ვ) სააპელაციო პალატა – „საქპატენტთან“ არსებული, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე უფლების მოპოვებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი დავის განმხილველი ორგანო.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16192-integraluri-mikroskemis-topologiis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16192-integraluri-mikroskemis-topologiis-shesakheb/3.md
