---
title: "მუხლი 5. ტოპოლოგიის ორიგინალობა — ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/16192-integraluri-mikroskemis-topologiis-shesakheb/5"
law: "ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 16192"
adopted: "1999-06-22"
text_version: "as-enacted"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. ტოპოლოგიის ორიგინალობა — ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის შესახებ

> Text as-enacted text (the original version). Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის შესახებ, მუხლი 5 (as-enacted text (the original version)), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16192-integraluri-mikroskemis-topologiis-shesakheb/5

1. ამ კანონის თანახმად რეგისტრირდება ორიგინალური ტოპოლოგია.

2. ტოპოლოგია ორიგინალურია, თუ ის შეიქმნა ინტელექტუალური შემოქმედებითი შრომის შედეგად და არ იყო საყოველთაოდ ცნობილი შექმნის თარიღისათვის.

3. ტოპოლოგია, რომელიც შედგება მისი შექმნის თარიღისათვის ცნობილი ელემენტებისაგან, ითვლება ორიგინალურად, თუ წარმოადგენს ინტელექტუალური შემოქმედებითი შრომის შედეგს და მთლიანობაში არ არის ცნობილი.

4. ტოპოლოგია ორიგინალურად ითვლება საპირისპიროს დამტკიცებამდე.

5. ტოპოლოგიის გამოყენება ტოპოლოგიის ავტორის მიერ (ან სხვა პირის მიერ, რომელსაც განაცხადის შეტანის თარიღისათვის მოწმობის მიღების უფლება აქვს), ან მესამე პირის მიერ, რომლისთვისაც აღნიშნული ტოპოლოგია ავტორისაგან პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით გახდა ხელმისაწვდომი, განაცხადის მიწოდების თარიღამდე 2 წლის განმავლობაში არ მოქმედებს ტოპოლოგიის ორიგინალობაზე. სხვა შემთხვევაში ტოპოლოგია არ მიიჩნევა ორიგინალურად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16192-integraluri-mikroskemis-topologiis-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16192-integraluri-mikroskemis-topologiis-shesakheb/6.md
