---
title: "მუხლი 7. მოწმობის მიღების უფლება — ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/16192-integraluri-mikroskemis-topologiis-shesakheb/7"
law: "ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის შესახებ"
article: "7"
identifier: "matsne 16192"
adopted: "1999-06-22"
text_version: "as-enacted"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. მოწმობის მიღების უფლება — ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის შესახებ

> Text as-enacted text (the original version). Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის შესახებ, მუხლი 7 (as-enacted text (the original version)), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16192-integraluri-mikroskemis-topologiis-shesakheb/7

1. მოწმობის მიღების უფლება აქვს ავტორს ან მის უფლებამონაცვლეს.

2. რამდენიმე პირის შემოქმედებითი შრომის შედეგად შექმნილ ტოპოლოგიაზე მოწმობის მიღების უფლება აქვს როგორც ყველა ავტორს ერთობლივად, ისე თითოეულ მათგანს დანარჩენი ავტორების მიერ მოწმობის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში.

3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ან სპეციალური დავალებით შემუშავებულ ტოპოლოგიაზე მოწმობის მიღების უფლება ეკუთვნის სამუშაოს მიმცემს, თუ მას და მუშაკს შორის დადებული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4. თუ მოწმობის მიღების უფლება სამუშაოს მიმცემს ეკუთვნის, მუშაკს უფლება აქვს, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, სამუშაოს მიმცემისაგან მოითხოვოს დამატებითი ფარდი გასამრჯელო.

5. თუ ტოპოლოგია შექმნილია სახელმწიფო დაკვეთით ან ორგანიზაციათა შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულებისას, მოწმობის მიღების უფლება განისაზღვრება შესაბამისად დაკვეთის ან ხელშეკრულების პირობით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16192-integraluri-mikroskemis-topologiis-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16192-integraluri-mikroskemis-topologiis-shesakheb/8.md
