---
title: "მუხლი 8. განსაკუთრებული უფლების ფარგლები და დარღვევა — ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/16192-integraluri-mikroskemis-topologiis-shesakheb/8"
law: "ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის შესახებ"
article: "8"
identifier: "matsne 16192"
adopted: "1999-06-22"
text_version: "as-enacted"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. განსაკუთრებული უფლების ფარგლები და დარღვევა — ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის შესახებ

> Text as-enacted text (the original version). Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის შესახებ, მუხლი 8 (as-enacted text (the original version)), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16192-integraluri-mikroskemis-topologiis-shesakheb/8

1. ტოპოლოგიის მფლობელს აქვს განსაკუთრებული უფლება, თავისი შეხედულებისამებრ გამოიყენოს ტოპოლოგია ან აკრძალოს მისი გამოყენება. ამასთან, განსაკუთრებული უფლება არ ვრცელდება ტოპოლოგიის ან მის საფუძველზე შექმნილი იმს-ის განხორციელების იდეაზე, ხერხზე, სისტემაზე, ტექნოლოგიაზე ან კოდირებულ ინფორმაციაზე.

2. ტოპოლოგიაზე განსაკუთრებული უფლების დარღვევად მიიჩნევა შემდეგ ქმედებათა უნებართვო განხორციელება: ა) მთლიანად ტოპოლოგიის ან მისი ნაწილის (გარდა იმ ნაწილისა, რომელიც არ არის ორიგინალური) ასლის გადაღება მის საფუძველზე იმს-ის შექმნის ან სხვა მიზნით; ბ) ტოპოლოგიის ან მის საფუძველზე შექმნილი იმს-ის გამოყენება, იმპორტირება, გასაყიდად შეთავაზება, გაყიდვა ან სამეურნეო ბრუნვაში სხვაგვარად ჩართვა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16192-integraluri-mikroskemis-topologiis-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16192-integraluri-mikroskemis-topologiis-shesakheb/9.md
