---
title: "მუხლი 27. საეთერო მაუწყებლობის ორგანიზაციის მიერ ნაწარმოების მოკლევადიანი ჩაწერა — საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/16198-saavtoro-da-momijnave-uplebebis-shesakheb/27"
law: "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ"
article: "27"
identifier: "2112"
adopted: "1999-06-22"
consolidated_as_of: "2025-12-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 27. საეთერო მაუწყებლობის ორგანიზაციის მიერ ნაწარმოების მოკლევადიანი ჩაწერა — საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ, მუხლი 27 (consolidated as of 2025-12-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16198-saavtoro-da-momijnave-uplebebis-shesakheb/27

საეთერო მაუწყებლობის ორგანიზაცია უფლებამოსილია ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის დამატებითი ჰონორარის გადახდის გარეშე, მოკლევადიანი სარგებლობისათვის ჩაწეროს ის ნაწარმოები, რომლის ეთერში გადაცემის უფლებაც მიიღო ამ ორგანიზაციამ, შემდეგი პირობების დაცვით: ა) ჩანაწერის დამზადება საკუთარი მოწყობილობის მეშვეობით, საკუთარი გადაცემისათვის; ბ) ჩანაწერის განადგურება დამზადებიდან 6 თვის შემდეგ, თუ უფრო ხანგრძლივი ვადა არ იყო შეთანხმებული ჩაწერილი ნაწარმოების ავტორთან. ავტორის თანხმობის გარეშე ოფიციალურ არქივში შეიძლება შენახულ იქნეს მხოლოდ დოკუმენტური ხასიათის ჩანაწერი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16198-saavtoro-da-momijnave-uplebebis-shesakheb/26.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16198-saavtoro-da-momijnave-uplebebis-shesakheb/28.md
