---
title: "მუხლი 29. კომპიუტერული პროგრამის თავისუფალი გამოყენება (დეკომპილირება) — საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/16198-saavtoro-da-momijnave-uplebebis-shesakheb/29"
law: "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ"
article: "29"
identifier: "2112"
adopted: "1999-06-22"
consolidated_as_of: "2025-12-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 29. კომპიუტერული პროგრამის თავისუფალი გამოყენება (დეკომპილირება) — საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ, მუხლი 29 (consolidated as of 2025-12-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16198-saavtoro-da-momijnave-uplebebis-shesakheb/29

პირი, რომელიც მართლზომიერად ფლობს კომპიუტერული პროგრამის ეგზემპლარს, უფლებამოსილია ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე განახორციელოს კომპიუტერული პროგრამის დეკომპილაცია (კვლავაწარმოოს და გარდაქმნას ობიექტური კოდი საწყის ტექსტში), აგრეთვე დაავალოს დეკომპილირება სხვა პირებს იმ შემთხვევაში, როცა ეს აუცილებელია მის მიერ დამოუკიდებლად შექმნილ კომპიუტერულ პროგრამასა და სხვა პროგრამებს შორის ურთიერთმოქმედების უნარის მისაღწევად, შემდეგი პირობების დაცვით: ა) ეს მოქმედებები განახორციელა პირმა, რომელსაც ჰქონდა პროგრამის ეგზემპლარის გამოყენების უფლება, ან მისი სახელით სხვა პირმა, რომელსაც ჰქონდა შესაბამისი ნებართვა; ბ) ურთიერთმოქმედების უნარის მისაღწევად საჭირო ინფორმაცია სხვა წყაროებიდან ადრე არ ყოფილა ხელმისაწვდომი მისთვის; გ) ეს მოქმედებები ეხება დეკომპილირებული პროგრამის იმ ნაწილებს, რომლებიც აუცილებელია ურთიერთმოქმედების უნარის მისაღწევად; დ) დეკომპილირების შედეგად მიღებული ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ დამოუკიდებლად შექმნილ კომპიუტერულ პროგრამასა და სხვა პროგრამებს შორის ურთიერთმოქმედების უნარის მისაღწევად. ეს ინფორმაცია არ შეიძლება გადაეცეს სხვა პირებს ან გამოყენებულ იქნეს ახალი კომპიუტერული პროგრამის შესამუშავებლად, რომელიც არსებითად მსგავსია დეკომპილირებული პროგრამისა, ან სხვა ისეთი მოქმედების განსახორციელებლად, რომელიც არღვევს საავტორო უფლებას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16198-saavtoro-da-momijnave-uplebebis-shesakheb/28.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16198-saavtoro-da-momijnave-uplebebis-shesakheb/30.md
