---
title: "მუხლი 30. მონაცემთა ბაზის თავისუფალი გამოყენება — საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/16198-saavtoro-da-momijnave-uplebebis-shesakheb/30"
law: "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ"
article: "30"
identifier: "2112"
adopted: "1999-06-22"
consolidated_as_of: "2025-12-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 30. მონაცემთა ბაზის თავისუფალი გამოყენება — საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ, მუხლი 30 (consolidated as of 2025-12-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16198-saavtoro-da-momijnave-uplebebis-shesakheb/30

მონაცემთა ბაზის ორიგინალის ან ასლის მართლზომიერ მოსარგებლეს შეუძლია მონაცემთა ბაზის ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობის გარეშე განახორციელოს ამ კანონის მე-19 მუხლით განსაზღვრული მოქმედებები, როცა ეს აუცილებელია ბაზაში შეღწევისათვის და მისი ნორმალური გამოყენებისათვის. თუ მართლზომიერ მოსარგებლეს აქვს მონაცემთა ბაზის ნაწილის გამოყენების უფლება, აღნიშნული უფლება ვრცელდება მხოლოდ ამ ნაწილზე. თავი IV საავტორო უფლების მოქმედების ვადა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16198-saavtoro-da-momijnave-uplebebis-shesakheb/29.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16198-saavtoro-da-momijnave-uplebebis-shesakheb/31.md
