---
title: "მუხლი 33. უვადო საავტორო უფლებები — საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/16198-saavtoro-da-momijnave-uplebebis-shesakheb/33"
law: "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ"
article: "33"
identifier: "2112"
adopted: "1999-06-22"
consolidated_as_of: "2025-12-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 33. უვადო საავტორო უფლებები — საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ, მუხლი 33 (consolidated as of 2025-12-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16198-saavtoro-da-momijnave-uplebebis-shesakheb/33

1. ნაწარმოებთან დაკავშირებული ავტორობის უფლების, სახელის უფლების, ნაწარმოების ხელშეუხებლობის უფლებისა და რეპუტაციის პატივისცემის უფლების დაცვა ხორციელდება უვადოდ.

2. საავტორო უფლების ვადის გასვლის შემდეგ დაუშვებელია სხვა ავტორის მიერ ნაწარმოების სახელწოდების გამოყენება იმავე ჟანრის ნაწარმოებისათვის, თუ ასეთმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ავტორთა აღრევა, რამაც შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება.

3. აკრძალულია ნაწარმოების გამოცემა ან საჯარო გაცნობა ისეთი ფსევდონიმით, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისათვის ადრე ხელმისაწვდომი ნაწარმოების ავტორთან გაიგივება, რამაც შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება. საქართველოს 2005  წლის 3 ივნისის კანონი №1585 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ. 198

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16198-saavtoro-da-momijnave-uplebebis-shesakheb/32.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16198-saavtoro-da-momijnave-uplebebis-shesakheb/34.md
