---
title: "მუხლი 38. ჩვეულებრივი ლიცენზია — საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/16198-saavtoro-da-momijnave-uplebebis-shesakheb/38"
law: "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ"
article: "38"
identifier: "2112"
adopted: "1999-06-22"
consolidated_as_of: "2025-12-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 38. ჩვეულებრივი ლიცენზია — საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ, მუხლი 38 (consolidated as of 2025-12-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16198-saavtoro-da-momijnave-uplebebis-shesakheb/38

1. ჩვეულებრივი ლიცენზიის ხელშეკრულებით ავტორი ან საავტორო უფლების სხვა მფლობელი ლიცენზიატს აძლევს უფლებას გამოიყენოს ნაწარმოები იმ პირთა თანაბრად, რომლებმაც მიიღეს ასეთი ნაწარმოების იმავე სახით გამოყენების უფლება.

2. საავტორო ხელშეკრულებით გადაცემული უფლება ჩაითვლება ჩვეულებრივ უფლებად, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს 2005  წლის 3 ივნისის კანონი №1585 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ. 198

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16198-saavtoro-da-momijnave-uplebebis-shesakheb/37.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16198-saavtoro-da-momijnave-uplebebis-shesakheb/39.md
