---
title: "მუხლი 46. მომიჯნავე უფლებათა სუბიექტები — საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/16198-saavtoro-da-momijnave-uplebebis-shesakheb/46"
law: "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ"
article: "46"
identifier: "2112"
adopted: "1999-06-22"
consolidated_as_of: "2025-12-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 46. მომიჯნავე უფლებათა სუბიექტები — საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ, მუხლი 46 (consolidated as of 2025-12-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16198-saavtoro-da-momijnave-uplebebis-shesakheb/46

1. მომიჯნავე უფლებათა სუბიექტები არიან: შემსრულებლები, ფონოგრამის ან ვიდეოგრამის დამამზადებლები და მაუწყებლობის ორგანიზაციები.

2. ფონოგრამის ან ვიდეოგრამის დამამზადებლები და მაუწყებლობის ორგანიზაციები ამ თავით გათვალისწინებულ უფლებებს ახორციელებენ ფონოგრამაზე ან ვიდეოგრამაზე ჩაწერილი ანდა ეთერში ან კაბელით გადაცემული ნაწარმოების ავტორსა და შემსრულებელთან დადებული ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

3. შემსრულებელი ამ თავით გათვალისწინებულ უფლებებს ახორციელებს შესრულებული ნაწარმოების ავტორის უფლებათა დაცვის პირობით.

4. მომიჯნავე უფლებათა წარმოშობისა და განხორციელებისათვის აუცილებელი არ არის რაიმე ფორმალობათა დაცვა. ფონოგრამის დამამზადებელს ან შემსრულებელს თავისი უფლების განცხადებისათვის შეუძლია გამოიყენოს მომიჯნავე უფლების დაცვის ნიშანი, რომელიც დაისმება ფონოგრამის ყოველ ეგზემპლარზე ან/და მის ფუტლარზე და შედგება სამი ელემენტისაგან: ა) ლათინური ასო P წრეწირში: P  ; ბ) განსაკუთრებული მომიჯნავე უფლების მფლობელის სახელი (დასახელება); გ) ფონოგრამის პირველი გამოცემის წელი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16198-saavtoro-da-momijnave-uplebebis-shesakheb/45.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16198-saavtoro-da-momijnave-uplebebis-shesakheb/47.md
