---
title: "მუხლი 52. მოგების მიღების მიზნით გამოცემული ფონოგრამის გამოყენება — საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/16198-saavtoro-da-momijnave-uplebebis-shesakheb/52"
law: "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ"
article: "52"
identifier: "2112"
adopted: "1999-06-22"
consolidated_as_of: "2025-12-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 52. მოგების მიღების მიზნით გამოცემული ფონოგრამის გამოყენება — საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ, მუხლი 52 (consolidated as of 2025-12-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16198-saavtoro-da-momijnave-uplebebis-shesakheb/52

1. დაშვებულია მოგების მიღების მიზნით გამოცემული ფონოგრამის დამამზადებლის და ასეთ ფონოგრამაზე ჩაწერილი ნაწარმოების შემსრულებლის თანხმობის გარეშე, მაგრამ ჰონორარის გადახდით: ა) ფონოგრამის საჯარო შესრულება; ბ) ფონოგრამის საჯარო გადაცემა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჰონორარის შეგროვებასა და განაწილებას ახორციელებს იმ ორგანიზაციათაგან ერთ-ერთი, რომლებიც კოლექტიურ საფუძველზე მართავენ შემსრულებელთა და ფონოგრამის დამამზადებელთა უფლებებს, ამ ორგანიზაციათა შორის შეთანხმების შესაბამისად.

3. ჰონორარის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება, ერთი მხრივ, ფონოგრამით მოსარგებლეებსა და, მეორე მხრივ, მხოლოდ იმ ორგანიზაციას, რომელიც კოლექტიურ საფუძველზე მართავს ფონოგრამის დამამზადებლებისა  და  შემსრულებლების უფლებებს, შორის შეთანხმებით. თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან, ჰონორარის ოდენობას, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესს ერთ-ერთი მხარის ან მხარეების მიმართვის საფუძველზე განსაზღვრავს „საქპატენტის“ თავმჯდომარის ბრძანებით შექმნილი კომისია ამ კანონის მე-18 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით, ხოლო შესაბამისი ჰონორარი გადაიხდება იმავე მუხლის მე-7 და 7 1 პუნქტებით განსაზღვრული წესით.

4. ფონოგრამებით მოსარგებლეებმა ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ ორგანიზაციებს უნდა წარუდგინონ პროგრამები (გეგმები), რომლებიც შეიცავს ზუსტ ცნობებს ფონოგრამების გამოყენების ოდენობის შესახებ, აგრეთვე სხვა ცნობები და საბუთები, რომლებიც აუცილებელია ჰონორარის შეგროვებისა და განაწილებისათვის.

5. ამ მუხლის მიზნებისათვის ფონოგრამა, რომელიც ნებისმიერი პირისთვის ხელმისაწვდომი გახდა სადენებიანი ანდა უსადენო კავშირგაბმულობის საშუალებით მის მიერ არჩეული ადგილიდან და დროს, განიხილება, როგორც მოგების მიღების მიზნით გამოცემული. საქართველოს 2000  წლის 5 დეკემბრის კანონი №651 - სსმ I, №47, 14.12.2000 წ., მუხ. 135 საქართველოს 2005  წლის 3 ივნისის კანონი №1585 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ. 198 საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1917 – ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3450 – ვებგვერდი, 25.07.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16198-saavtoro-da-momijnave-uplebebis-shesakheb/51.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16198-saavtoro-da-momijnave-uplebebis-shesakheb/53.md
