---
title: "მუხლი 53. საეთერო მაუწყებლობის ორგანიზაციის მიერ შესრულების ან გადაცემის ჩაწერა მოკლევადიანი სარგებლობისათვის — საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/16198-saavtoro-da-momijnave-uplebebis-shesakheb/53"
law: "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ"
article: "53"
identifier: "2112"
adopted: "1999-06-22"
consolidated_as_of: "2025-12-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 53. საეთერო მაუწყებლობის ორგანიზაციის მიერ შესრულების ან გადაცემის ჩაწერა მოკლევადიანი სარგებლობისათვის — საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ, მუხლი 53 (consolidated as of 2025-12-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16198-saavtoro-da-momijnave-uplebebis-shesakheb/53

საეთერო მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს შემსრულებლის, ფონოგრამის ან ვიდეოგრამის დამამზადებლისა და მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობის გარეშე განახორციელოს შესრულების ან გადაცემის ჩაწერა მოკლევადიანი სარგებლობისათვის და ასეთი ჩანაწერის რეპროდუცირება შემდეგი პირობების დაცვით: ა) წინასწარი თანხმობის მიღება ამ შესრულების ან პროგრამის გადაცემაზე; ბ) მოკლევადიანი ჩანაწერის დამზადება და რეპროდუცირება საკუთარი მოწყობილობით, საკუთარი გადაცემისათვის; გ) მოკლევადიანი ჩანაწერის განადგურება იმ პირობით, რომელიც გათვალისწინებულია მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა მოკლევადიანი ჩანაწერებისათვის. თავი VII მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებები საქართველოს 2005  წლის 3 ივნისის კანონი №1585 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ. 198

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16198-saavtoro-da-momijnave-uplebebis-shesakheb/52.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16198-saavtoro-da-momijnave-uplebebis-shesakheb/54.md
