---
title: "მუხლი 54¹. მონაცემთა ბაზის დეპონირება — საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/16198-saavtoro-da-momijnave-uplebebis-shesakheb/54-1"
law: "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ"
article: "54^1"
identifier: "2112"
adopted: "1999-06-22"
consolidated_as_of: "2025-12-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 54¹. მონაცემთა ბაზის დეპონირება — საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ, მუხლი 54¹ (consolidated as of 2025-12-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16198-saavtoro-da-momijnave-uplebebis-shesakheb/54-1

1. მონაცემთა ბაზის დამამზადებელს უფლება აქვს მონაცემთა ბაზის ორიგინალის ან ასლის დეპონირება განახორციელოს „საქპატენტში“. დეპონირების შედეგად „საქპატენტის“ მიერ გაცემული მოწმობა ადასტურებს მხოლოდ მონაცემთა ბაზის დეპონირების ფაქტს.

2. მონაცემთა ბაზის ორიგინალის ან ასლის „საქპატენტში“ დეპონირებისას განმცხადებლის მიერ დაცული უნდა იქნეს მონაცემთა ბაზასთან დაკავშირებული საავტორო და სხვა უფლებები.

3. განმცხადებლის მიერ „საქპატენტში“ წარმოდგენილი დოკუმენტაციის სიზუსტესა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია თავად განმცხადებელი.

4. თუ „საქპატენტში“ მონაცემთა ბაზის დეპონირებისათვის განცხადებას წარადგენს დამამზადებლის მემკვიდრე, უფლებამონაცვლე ან სხვა პირი, რომელიც ფლობს დამამზადებლის უფლებებს, მას უნდა დაერთოს მემკვიდრეობის, უფლებამონაცვლეობის ან დამამზადებლის უფლებების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

5. „საქპატენტში“ მონაცემთა ბაზის წარმომადგენლის მეშვეობით დეპონირებისას განცხადებას აგრეთვე უნდა დაერთოს წარმომადგენლობის დამდასტურებელი დოკუმენტი.

6. ამ მუხლის თანახმად დეპონირებულ მონაცემთა ბაზასთან დაკავშირებული ინფორმაცია „საქპატენტის“ მიერ შეიძლება გახდეს საჯარო თავად მონაცემთა ბაზის დამამზადებლის მოთხოვნით.

7. მონაცემთა ბაზის დეპონირებისათვის გადაიხდება საფასური, რომელიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით . საქართველოს 2005  წლის 3 ივნისის კანონი №1585 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ. 198 საქართველოს 2010  წლის 4 მაისის კანონი №3032 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.184

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16198-saavtoro-da-momijnave-uplebebis-shesakheb/54.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16198-saavtoro-da-momijnave-uplebebis-shesakheb/55.md
