---
title: "მუხლი 56. მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების შეზღუდვა — საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/16198-saavtoro-da-momijnave-uplebebis-shesakheb/56"
law: "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ"
article: "56"
identifier: "2112"
adopted: "1999-06-22"
consolidated_as_of: "2025-12-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 56. მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების შეზღუდვა — საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ, მუხლი 56 (consolidated as of 2025-12-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16198-saavtoro-da-momijnave-uplebebis-shesakheb/56

მონაცემთა ბაზის კანონიერი მოსარგებლე უფლებამოსილია მისი დამამზადებლის ნებართვის გარეშე: ა) ამოიღოს პირადი სარგებლობისათვის არაელექტრონული მონაცემთა ბაზის შემცველობის მნიშვნელოვანი ნაწილი; ბ) ამოიღოს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მასალის საილუსტრაციოდ მონაცემთა ბაზის შემცველობის მნიშვნელოვანი ნაწილი, წყაროს მითითებით და დასახული არაკომერციული მიზნით განსაზღვრული მოცულობით; გ) ამოიღოს და ხელახლა გამოიყენოს მონაცემთა ბაზის შემცველობის მნიშვნელოვანი ნაწილი საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის და ადმინისტრაციული თუ სასამართლო-საპროცესო მიზნებისათვის. თავი VIII მომიჯნავე უფლებებისა და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების მოქმედების ვადა საქართველოს 2005  წლის 3 ივნისის კანონი №1585 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ. 198

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16198-saavtoro-da-momijnave-uplebebis-shesakheb/55.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16198-saavtoro-da-momijnave-uplebebis-shesakheb/57.md
