---
title: "მუხლი 60. კონტრაფაქციული ასლები — საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/16198-saavtoro-da-momijnave-uplebebis-shesakheb/60"
law: "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ"
article: "60"
identifier: "2112"
adopted: "1999-06-22"
consolidated_as_of: "2025-12-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 60. კონტრაფაქციული ასლები — საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ, მუხლი 60 (consolidated as of 2025-12-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16198-saavtoro-da-momijnave-uplebebis-shesakheb/60

1. ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის ასლები, რომელთა დამზადება, გავრცელება, გაქირავება ან სხვაგვარი გამოყენება იწვევს საავტორო და მომიჯნავე უფლების ან მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების დარღვევას, ითვლება კონტრაფაქციულ ასლებად.

2. კონტრაფაქციულად ითვლება აგრეთვე იმ ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის ასლები, რომლებიც დაცულია საქართველოში ამ კანონის შესაბამისად და რომლებიც უფლების მფლობელის თანხმობის გარეშე იმპორტირებულია საქართველოში იმ სახელმწიფოდან, სადაც ისინი არასდროს ყოფილა დაცული ან სადაც მათი დაცვა შეწყვეტილია.

3. (ამოღებულია - 23.12.2017, №1917) .

4. (ამოღებულია - 23.12.2017, №1917) .

5. (ამოღებულია - 23.12.2017, №1917) . საქართველოს 2005  წლის 3 ივნისის კანონი №1585 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ. 198 საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1917 – ვებგვერდი, 11.01.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16198-saavtoro-da-momijnave-uplebebis-shesakheb/59.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16198-saavtoro-da-momijnave-uplebebis-shesakheb/60-1.md
