---
title: "მუხლი 66⁸. სხვა ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისთვის მიწოდებული ინფორმაცია ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული უფლებების მართვის შესახებ — საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/16198-saavtoro-da-momijnave-uplebebis-shesakheb/66-8"
law: "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ"
article: "66^8"
identifier: "2112"
adopted: "1999-06-22"
consolidated_as_of: "2025-12-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 66⁸. სხვა ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისთვის მიწოდებული ინფორმაცია ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული უფლებების მართვის შესახებ — საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ, მუხლი 66⁸ (consolidated as of 2025-12-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16198-saavtoro-da-momijnave-uplebebis-shesakheb/66-8

ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია სულ მცირე წელიწადში ერთხელ, ელექტრონული საშუალებების მეშვეობით, ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებით მისი მართვის ქვეშ მყოფი ცალკეული უფლებების და უფლებათა კატეგორიების კოლექტიურად მმართველი ორგანიზაციებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს შესაბამის პერიოდთან დაკავშირებული: ა) ზუსტი ინფორმაცია ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ გადახდილი ჰონორარის შესახებ, აგრეთვე უფლებათა და უფლებათა გამოყენების ტიპის მიხედვით გადახდილი ჰონორარების შესახებ და შეგროვების პერიოდის მიხედვით გაუნაწილებელი ნებისმიერი შემოსავლის თაობაზე ინფორმაცია; ბ) უფლებების მართვის საფასურის სახით განხორციელებული გამოქვითვების თაობაზე ინფორმაცია; გ) გაცემული ლიცენზიების თაობაზე ინფორმაცია, აგრეთვე იმ მოსარგებლეების შესახებ ინფორმაცია, რომელთაც უარი ეთქვათ ლიცენზიის გაცემაზე; დ) ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წევრთა საერთო კრების მიერ წარმომადგენლობითი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული უფლების მართვასთან დაკავშირებული რეზოლუციების შესახებ ინფორმაცია. საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3450 – ვებგვერდი, 25.07.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16198-saavtoro-da-momijnave-uplebebis-shesakheb/66-7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16198-saavtoro-da-momijnave-uplebebis-shesakheb/66-9.md
