---
title: "მუხლი 66⁹. ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულების მხარის, უფლების მფლობელის ან მოსარგებლის მოთხოვნის შესაბამისად ინფორმაციის მიწოდება — საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/16198-saavtoro-da-momijnave-uplebebis-shesakheb/66-9"
law: "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ"
article: "66^9"
identifier: "2112"
adopted: "1999-06-22"
consolidated_as_of: "2025-12-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 66⁹. ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულების მხარის, უფლების მფლობელის ან მოსარგებლის მოთხოვნის შესაბამისად ინფორმაციის მიწოდება — საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ, მუხლი 66⁹ (consolidated as of 2025-12-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16198-saavtoro-da-momijnave-uplebebis-shesakheb/66-9

ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულების მხარის, უფლების მფლობელის ან მოსარგებლის სათანადოდ დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით დაუყოვნებლივ აწვდის მას სულ მცირე: ა) ინფორმაციას პირდაპირ ან ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებებით სამართავად გადაცემული ნაწარმოების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტების შესახებ, აგრეთვე უფლებების თაობაზე დაფარვის ტერიტორიის ფარგლებში; ბ) ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის საქმიანობის სფეროდან გამომდინარე, ასეთი ნაწარმოების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის იდენტიფიცირების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მიერ მართული უფლების შესახებ ინფორმაციას, დაფარვის ტერიტორიის ფარგლებში. საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3450 – ვებგვერდი, 25.07.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16198-saavtoro-da-momijnave-uplebebis-shesakheb/66-8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16198-saavtoro-da-momijnave-uplebebis-shesakheb/67.md
