---
title: "მუხლი 7. საავტორო უფლების დამოუკიდებლობა საკუთრების უფლებისაგან — საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/16198-saavtoro-da-momijnave-uplebebis-shesakheb/7"
law: "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ"
article: "7"
identifier: "2112"
adopted: "1999-06-22"
consolidated_as_of: "2025-12-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. საავტორო უფლების დამოუკიდებლობა საკუთრების უფლებისაგან — საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2025-12-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16198-saavtoro-da-momijnave-uplebebis-shesakheb/7

1. საავტორო უფლება არ არის დამოკიდებული იმ მატერიალური ობიექტის საკუთრების უფლებაზე, რომელშიც გამოხატულია ნაწარმოები.

2. მატერიალური ობიექტის საკუთრების ან მფლობელობის გადაცემა თავისთავად არ იწვევს ამ ობიექტში გამოხატულ ნაწარმოებზე საავტორო უფლების გადაცემას, გარდა ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16198-saavtoro-da-momijnave-uplebebis-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16198-saavtoro-da-momijnave-uplebebis-shesakheb/8.md
