---
title: "მუხლი 8. ნაწარმოებები, რომლებზედაც არ ვრცელდება საავტორო უფლება — საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/16198-saavtoro-da-momijnave-uplebebis-shesakheb/8"
law: "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ"
article: "8"
identifier: "2112"
adopted: "1999-06-22"
consolidated_as_of: "2025-12-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. ნაწარმოებები, რომლებზედაც არ ვრცელდება საავტორო უფლება — საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2025-12-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16198-saavtoro-da-momijnave-uplebebis-shesakheb/8

1. საავტორო უფლება არ ვრცელდება შემდეგ ნაწარმოებებზე: ა) ოფიციალურ დოკუმენტებზე (კანონები, სასამართლოს გადაწყვეტილებები, ადმინისტრაციული და ნორმატიული ხასიათის სხვა ტექსტები), აგრეთვე მათ ოფიციალურ თარგმანებზე; ბ) სახელმწიფოს ოფიციალურ სიმბოლოებზე (დროშა, გერბი, ჰიმნი, ჯილდოები, ფულის ნიშნები, სახელმწიფოს სხვა ოფიციალური ნიშნები და სიმბოლოები); გ) ინფორმაციებზე ფაქტებისა და მოვლენების შესახებ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტში აღნიშნულ ნაწარმოებთა სხვისი სახელით გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია ავტორის სახელის უფლების დაცვა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16198-saavtoro-da-momijnave-uplebebis-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16198-saavtoro-da-momijnave-uplebebis-shesakheb/9.md
