---
title: "მუხლი 9¹. ნაწარმოების დეპონირება — საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/16198-saavtoro-da-momijnave-uplebebis-shesakheb/9-1"
law: "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ"
article: "9^1"
identifier: "2112"
adopted: "1999-06-22"
consolidated_as_of: "2025-12-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9¹. ნაწარმოების დეპონირება — საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ, მუხლი 9¹ (consolidated as of 2025-12-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16198-saavtoro-da-momijnave-uplebebis-shesakheb/9-1

1. ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს უფლება აქვს , ნაწარმოების ორიგინალის ან ასლის დეპონირება განახორციელოს „ საქპატენტში “. დეპონირების დამადასტურებელ მოწმობაში მითითებული პირი მიიჩნევა ნაწარმოების ავტორად / საავტორო უფლების მფლობელად , თუ არ არსებობს საწინააღმდეგო დასაბუთება .

2. ნაწარმოების ორიგინალის ან ასლის „საქპატენტში“ დეპონირებისას განმცხადებელმა უნდა დაიცვას წარმოდგენილ ნაწარმოებთან დაკავშირებული სხვა პირების საავტორო ან სხვა უფლებები.

3. „საქპატენტში“ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის სიზუსტესა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია თავად განმცხადებელი.

4. თუ „საქპატენტში“ ნაწარმოებს წარადგენს ავტორის მემკვიდრე, უფლებამონაცვლე ან სხვა პირი, რომელიც ფლობს საავტორო უფლებებს, განცხადებას უნდა დაერთოს მემკვიდრეობის, უფლებამონაცვლეობის ან საავტორო უფლებების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

5. „საქპატენტში“ ნაწარმოების წარმომადგენლის მეშვეობით დეპონირებისას განცხადებას უნდა დაერთოს აგრეთვე წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

6. „საქპატენტის“ მიერ ამ მუხლის თანახმად დეპონირებულ ნაწარმოებთან დაკავშირებული ინფორმაცია შეიძლება გახდეს საჯარო თავად ნაწარმოების ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის მოთხოვნით.

7. ნაწარმოების დეპონირებისათვის გადაიხდება საფასური , რომელიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით . საქართველოს 2005  წლის 3 ივნისის კანონი №1585 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ. 198 საქართველოს 2010  წლის 4 მაისის კანონი №3032 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.184

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16198-saavtoro-da-momijnave-uplebebis-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16198-saavtoro-da-momijnave-uplebebis-shesakheb/10.md
