---
title: "მუხლი 14. ატმოსფერული ჰაერის მიკროორგანიზმებითა და მიკრობული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით დაბინძურება — ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/16210-atmosperuli-haeris-datsvis-shesakheb/14"
law: "ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ"
article: "14"
identifier: "matsne 16210"
adopted: "1999-06-22"
consolidated_as_of: "2026-05-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. ატმოსფერული ჰაერის მიკროორგანიზმებითა და მიკრობული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით დაბინძურება — ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2026-05-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16210-atmosperuli-haeris-datsvis-shesakheb/14

1. ატმოსფერული ჰაერის მიკროორგანიზმებითა და მიკრობული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით დაბინძურებისგან დასაცავად წესდება გარემოში მავნე ნივთიერებათა ემისიისა და მიკროორგანიზმებით გარემოს დაბინძურების ზღვრულად დასაშვები ნორმები, რომელთა განსაზღვრის პერიოდულობა დგინდება „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით.

2. ატმოსფერული ჰაერის მიკროორგანიზმებით დაბინძურებისაგან დაცვის სამართლებრივი რეჟიმი განისაზღვრება „მიკროორგანიზმებითა და მიკრობული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით დაბინძურებისაგან ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ დებულებით, რომელსაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407
საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1025 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.
საქართველოს 2016 წლის 13 აპრილის კანონი №4951 - ვებგვერდი, 26.04.2016წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3057 - ვებგვერდი, 11.07.2018 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16210-atmosperuli-haeris-datsvis-shesakheb/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16210-atmosperuli-haeris-datsvis-shesakheb/15.md
