---
title: "მუხლი 25. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა დაბინძურების მობილური წყაროებიდან — ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/16210-atmosperuli-haeris-datsvis-shesakheb/25"
law: "ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ"
article: "25"
identifier: "matsne 16210"
adopted: "1999-06-22"
consolidated_as_of: "2026-05-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 25. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა დაბინძურების მობილური წყაროებიდან — ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ, მუხლი 25 (consolidated as of 2026-05-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16210-atmosperuli-haeris-datsvis-shesakheb/25

1. ამ კანონის მიზნებისათვის, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა დაბინძურების მობილური წყაროებიდან არის მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან (საბრძოლო ტიპის მოძრავ-მექანიკური საშუალებების გარდა).

2. ( ამოღებულ ია – 25.03.2013, №451 ).

3. ( ამოღებულ ია – 25.03.2013, №451 ).

4. ( ამოღებულ ია – 25.03.2013, №451 ).

5. ( ამოღებულ ია – 25.03.2013, №451 ).

6. ( ამოღებულ ია – 25.03.2013, №451 ).

7. ევროკავშირის კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი მოთხოვნების გათვალისწინებით, ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ზღვრულად დასაშვები ნორმები დგინდება „იმ ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების აღიარების დამტკიცების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია მსუბუქი სამგზავრო და კომერციული სატრანსპორტო საშუალებებიდან გამონაბოლქვთან (Euro 5 და Euro 6), და ასეთი სატრანსპორტო საშუალებების შეკეთებისა და შენახვის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის  თაობაზე“ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2007 წლის 20 ივნისის №715/2007 რეგულაციის, „იმ ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებებისა და ძრავების აღიარების დამტკიცების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია სატვირთო სატრანსპორტო საშუალებებიდან გამონაბოლქვთან (Euro VI), და ასეთი სატრანსპორტო საშუალებების შეკეთებისა და შენახვის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და №715/2007 რეგულაციაში (EC) და 2007/46/EC დირექტივაში ცვლილებების შეტანის და 80/1269/EEC, 2005/55/EC და 2005/78/EC დირექტივების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 18 ივნისის №595/2009 რეგულაციის და „ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების საგზაო მოძრაობისთვის გამოსადეგობის ტესტების შესახებ“ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 6 მაისის 2009/40/EC დირექტივის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით „ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“.

8. (ამოღებულია - 05.02.2014, №1963).

9. (ამოღებულია - 05.02.2014, №1963).
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4386-ვებგვერდი,17.03.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №451 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1963 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.
საქართველოს 2016 წლის 13 აპრილის კანონი №4951 - ვებგვერდი, 26.04.2016წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16210-atmosperuli-haeris-datsvis-shesakheb/24.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16210-atmosperuli-haeris-datsvis-shesakheb/26.md
