---
title: "მუხლი 49. ატმოსფერული ჰაერის დაცვის მოთხოვნები საწვავის ხარისხისადმი — ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/16210-atmosperuli-haeris-datsvis-shesakheb/49"
law: "ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ"
article: "49"
identifier: "matsne 16210"
adopted: "1999-06-22"
consolidated_as_of: "2026-05-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 49. ატმოსფერული ჰაერის დაცვის მოთხოვნები საწვავის ხარისხისადმი — ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ, მუხლი 49 (consolidated as of 2026-05-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16210-atmosperuli-haeris-datsvis-shesakheb/49

1. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების შემცირების მიზნით და ევროკავშირის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, საწვავის ხარისხის ნორმებს და რეგულირების სხვა მოთხოვნებს დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

2. იკრძალება ისეთი საწვავის საქართველოში იმპორტი, საქართველოს ტერიტორიაზე წარმოება და მოხმარება, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნორმატიული აქტით დადგენილ ნორმებს.
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4386-ვებგვერდი,17.03.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6160 - ვებგვერდი, 25.05.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №451 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5565 - ვებგვერდი, 12.07.2016წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16210-atmosperuli-haeris-datsvis-shesakheb/48.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16210-atmosperuli-haeris-datsvis-shesakheb/50.md
