---
title: "მუხლი 54¹. მაცივარაგენტის ატმოსფეროში გაფრქვევის რეგულირება — ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/16210-atmosperuli-haeris-datsvis-shesakheb/54-1"
law: "ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ"
article: "54^1"
identifier: "matsne 16210"
adopted: "1999-06-22"
consolidated_as_of: "2026-05-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 54¹. მაცივარაგენტის ატმოსფეროში გაფრქვევის რეგულირება — ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ, მუხლი 54¹ (consolidated as of 2026-05-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16210-atmosperuli-haeris-datsvis-shesakheb/54-1

1. უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მოთხოვნების შესრულების უზრუნველსაყოფად მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურების (მათ შორის, მონტაჟისა და დემონტაჟის) უფლება აქვს მხოლოდ სერტიფიცირებულ პირს.

2. სერტიფიცირების ვალდებულება ეკისრება ყველა ფიზიკურ პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს, იურიდიულ პირს, საჯარო დაწესებულებას, რომელიც ემსახურება ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობებს ან თბურ ტუმბოებს ან/და ახორციელებს მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების შეძენას/გასხვისებას, შეგროვებას, რეციკლირებას, აღდგენას ან განთავსებას.

3. ფიზიკურ პირზე შესაბამისი სერტიფიკატი გაიცემა 5 წლის ვადით, ხოლო ინდივიდუალურ მეწარმეზე, იურიდიულ პირზე ან/და საჯარო დაწესებულებაზე − 3 წლის ვადით.

4. სერტიფიცირების სისტემის დანერგვასა და სერტიფიცირებას უზრუნველყოფს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
საქართველოს 2016 წლის 13 აპრილის კანონი №4951 - ვებგვერდი, 26.04.2016წ.
საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №172 - ვებგვერდი, 29.12.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1663 - ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2023 წლის 16 ივნისის კანონი №3279 – ვებგვერდი, 05.07.2023წ.
საქართველოს 2026 წლის 27 მაისის კანონი №1580 – ვებგვერდი, 01.06.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16210-atmosperuli-haeris-datsvis-shesakheb/54.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16210-atmosperuli-haeris-datsvis-shesakheb/55.md
