---
title: "მუხლი 6. ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებები ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში — ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/16210-atmosperuli-haeris-datsvis-shesakheb/6"
law: "ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ"
article: "6"
identifier: "matsne 16210"
adopted: "1999-06-22"
consolidated_as_of: "2026-05-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებები ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში — ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2026-05-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16210-atmosperuli-haeris-datsvis-shesakheb/6

1. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უფლება აქვთ:
ა) საჯარო დაწესებულებისგან დროულად მიიღონ სრული და ობიექტური ინფორმაცია:
ა.ა) ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ;
ა.ბ) ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმისა და მოკლევადიანი სამოქმედო გეგმის შესახებ;
ბ) აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს წარუდგინონ წინადადებები ატმოსფერული ჰაერის დაცვის გაუმჯობესების თაობაზე;
გ) ხელი შეუწყონ ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში სახელმწიფო და ადგილობრივი პროგრამების განხორციელებას;
დ) მონაწილეობა მიიღონ ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებათა განხილვასა და მიღებაში;
ე) მიიღონ ანაზღაურება მათთვის მიყენებული ზიანისათვის, რომელიც გამოიწვია ატმოსფერული ჰაერის დაცვის კანონმდებლობის მოთხოვ­ნათა შეუსრულებლობამ;
ვ) სასამართლო წესით მოითხოვონ ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელი ობიექტების განთავსების, დაპროექტების, მშე­ნებ­ლო­ბის, რე­კონ­სტრუქციისა და ექსპლუატაციის შესახებ გადაწყვეტილებათა შეცვლა;
ზ) აღძრან სარჩელი იმ პირთა მიმართ, რომლებიც მათ მიერ მხილებულნი იქნებიან ამ კანონით დადგენილი სამართლებრივი ნორმების დარღვევაში.

2. უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე და მოქალაქეობის არმქონე ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე, ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნორმები, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ” ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები შეიძლება იყვნენ როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა.
საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1963 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5948 – ვებგვერდი, 28.05.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16210-atmosperuli-haeris-datsvis-shesakheb/5-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16210-atmosperuli-haeris-datsvis-shesakheb/7.md
