---
title: "მუხლი 67¹. დასამტკიცებელი/გამოსაცემი ნორმატიული აქტები — ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/16210-atmosperuli-haeris-datsvis-shesakheb/67-1"
law: "ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ"
article: "67^1"
identifier: "matsne 16210"
adopted: "1999-06-22"
consolidated_as_of: "2026-05-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 67¹. დასამტკიცებელი/გამოსაცემი ნორმატიული აქტები — ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ, მუხლი 67¹ (consolidated as of 2026-05-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16210-atmosperuli-haeris-datsvis-shesakheb/67-1

1. საქართველოს მთავრობამ: ა) 2021 წლის 1 სექტემბრამდე დაამტკიცოს ტექნიკური რეგლამენტი „ფთორირებული სათბურის აირების მართვის შესახებ“; ბ) 2022 წლის 1 სექტემბრამდე დაამტკიცოს: ბ.ა) ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმა იმ ზონისთვის ან/და აგლომერაციისთვის, სადაც ატმოსფერულ ჰაერში ძირითად მავნე ნივთიერებათა დონეები აჭარბებს ზღვრულად დასაშვებ ნორმებს ან მიზნობრივ მნიშვნელობას; ბ.ბ) მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა იმ ზონისთვის ან/და აგლომერაციისთვის, სადაც ძირითად მავნე ნივთიერებათა დონეები აჭარბებს ტექნიკური რეგლამენტით − ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტებით დადგენილ ერთ ან რამდენიმე განგაშის ზღვარს.

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა: ა) 2021 წლის 1 სექტემბრამდე ბრძანებით დაამტკიცოს ამ კანონით გათვალისწინებული ზონები და აგლომერაციები; ბ) 2025 წლის 1 იანვრამდე გამოსცეს ბრძანება „ზონებისა და აგლომერაციების კლასიფიკაციის შესახებ“. საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5948 – ვებგვერდი, 28.05.2020წ. კარი IV. დასკვნითი ნაწილი თავი XX. დასკვნითი დებულებანი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16210-atmosperuli-haeris-datsvis-shesakheb/67.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16210-atmosperuli-haeris-datsvis-shesakheb/68.md
