---
title: "მუხლი 68. კანონის ამოქმედება — ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/16210-atmosperuli-haeris-datsvis-shesakheb/68"
law: "ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ"
article: "68"
identifier: "matsne 16210"
adopted: "1999-06-22"
consolidated_as_of: "2026-05-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 68. კანონის ამოქმედება — ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ, მუხლი 68 (consolidated as of 2026-05-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16210-atmosperuli-haeris-datsvis-shesakheb/68

1. ეს კანონი ამოქმედდეს 2000 წლის 1 იანვრიდან.

2. 2008 წლის 1 იანვრამდე „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-20 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების, 26-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 42-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 48-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 50-ე მუხლის პირველი–მე-3 პუნქტების საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას 2008 წლის 1 იანვრის შემდეგ.

3. 2008 წლის 1 იანვრამდე „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის, 29-ე მუხლის მე-8 პუნქტის, 32-ე მუხლის პირველი პუნქტის, 38-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტით, 29-ე მუხლის მე-4 პუნქტით, 29 1 მუხლის მე-5 პუნქტით, 38-ე მუხლის მე-3 პუნქტითა და 54-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოცემამდე.

4. ამ კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტით, 29-ე მუხლის მე-4 პუნქტით, 29 1 მუხლის მე-5 პუნქტითა და 54-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალის-წინებული ნორმატიული აქტები გამოცემულ იქნეს 2008 წლის 1 ივლისამდე.

5. ამ კანონის 49-ე მუხლი ამოქმედდეს 2003 წლის 1 იანვრიდან.

6. ( ამოღებულ ია – 25.03.2013, №451).

7. ამ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით და 25-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტები გამოცემულ იქნეს 2020 წლის 1 ივლისამდე.

8. ( ამოღებულ ია – 25.03.2013, №451 ).
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №451 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16210-atmosperuli-haeris-datsvis-shesakheb/67-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16210-atmosperuli-haeris-datsvis-shesakheb/69.md
