---
title: "მუხლი 7. ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ვალდებულებები ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში — ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/16210-atmosperuli-haeris-datsvis-shesakheb/7"
law: "ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ"
article: "7"
identifier: "matsne 16210"
adopted: "1999-06-22"
consolidated_as_of: "2026-05-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ვალდებულებები ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში — ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2026-05-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16210-atmosperuli-haeris-datsvis-shesakheb/7

1. ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებულნი არიან:
ა) დაიცვან ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში დადგენილი მოთხოვნები;
ბ) მოსალოდნელი ან მომხდარი ტექნოგენური ავარიისა და სხვა ეკოლოგიური კატასტრო­ფის შესახებ ინფორ­მა­ცი­ის მიღებისას დროულად აცნობონ სათანადო კომპეტენტურ სახელმ­წიფო ორგანოებს ან განაცხადონ საჯაროდ.

2. უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე და მოქალაქეობის არმქონე ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე, ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალის წინებული ნორმები, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

3. აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებზე, სახელმწიფო ორგანოებზე, მუნიციპალიტეტებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნორმები, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1963 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6903 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16210-atmosperuli-haeris-datsvis-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16210-atmosperuli-haeris-datsvis-shesakheb/7-1.md
