---
title: "მუხლი 1. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება — მობილიზაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/16246-mobilizatsiis-shesakheb/1"
law: "მობილიზაციის შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 16246"
adopted: "1999-06-23"
consolidated_as_of: "2023-09-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება — მობილიზაციის შესახებ

> Text consolidated as of 2023-09-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მობილიზაციის შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2023-09-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16246-mobilizatsiis-shesakheb/1

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) მობილიზაციისათვის მზადყოფნა − მშვიდობიანობის პერიოდში მიმდინარე ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ეკონომიკის, აღმასრულებელი ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოების, სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ სამობილიზაციო რესურსებისა და რეზერვების შექმნას საომარი მდგომარეობის ან/და საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს თავდაცვის ძალების მზადყოფნისათვის და სახელმწიფოს და მოსახლეობის გადაუდებელ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებისათვის; ბ ) მობილიზაცია − ღონისძიებათა კომპლექსი , რომელიც ითვალისწინებს შექმნილი სამობილიზაციო რესურსებისა და რეზერვების საომარი ან / და საგანგებო მდგომარეობის საჭიროებისათვის გამოყენებას ; გ) (ამოღებულია - 07.03.2018, №2040); დ) (ამოღებულია - 07.03.2018, №2040). საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5293 - ვებგვერდი, 08.12.2011წ. საქართველოს 2018 წლის 7 მარტის კანონი №2040 – ვებგვერდი, 26.03.2018წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3588 – ვებგვერდი, 21.11.2018წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6872-რს – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/16246-mobilizatsiis-shesakheb/2.md
