---
title: "მუხლი 10. მოქალაქეთა მოვალეობანი — მობილიზაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/16246-mobilizatsiis-shesakheb/10"
law: "მობილიზაციის შესახებ"
article: "10"
identifier: "matsne 16246"
adopted: "1999-06-23"
consolidated_as_of: "2023-09-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. მოქალაქეთა მოვალეობანი — მობილიზაციის შესახებ

> Text consolidated as of 2023-09-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მობილიზაციის შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2023-09-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16246-mobilizatsiis-shesakheb/10

1. მოქალაქეები მოვალენი არიან: ა) მობილიზაციის დროს კომპეტენტური სამსახურის გამოძახებით გამოცხადდნენ და მიიღონ განსაზღვრული დავალება; ბ) შეასრულონ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურისგან მიღებული, სამობილიზაციო უწყებით განსაზღვრული მოთხოვნები; გ) მობილიზაციის დროს გადასცენ სახელმწიფოს თავდაცვისა და უშიშროების საჭიროებისათვის ქონება, შემდგომი სათანადო ანაზღაურებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. მობილიზაციისა და ომის დროს მოქალაქენი დადგენილი წესით შეიძლება ჩაბმულ იქნენ სახელმწიფოს თავდაცვისა და უშიშროების საჭიროებისათვის წარმოებულ სამუშაოთა შესრულებაში.

3. მოქალაქეებს მობილიზაციისათვის მზადყოფნის და მობილიზაციის დროის მოთხოვნათა შეუსრულებლობისათვის ეკისრებათ პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1543 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.88 საქართველოს 2018 წლის 7 მარტის კანონი №2040 – ვებგვერდი, 26.03.2018წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3503 – ვებგვერდი, 12.10.2023წ. თავი IV. მობილიზაციისათვის მზადყოფნისა და მობილიზაციის ორგანიზაციული საფუძვლები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16246-mobilizatsiis-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16246-mobilizatsiis-shesakheb/11.md
