---
title: "მუხლი 11. სამობილიზაციო მომზადების და მობილიზაციის ორგანიზება და წესი — მობილიზაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/16246-mobilizatsiis-shesakheb/11"
law: "მობილიზაციის შესახებ"
article: "11"
identifier: "matsne 16246"
adopted: "1999-06-23"
consolidated_as_of: "2023-09-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 11. სამობილიზაციო მომზადების და მობილიზაციის ორგანიზება და წესი — მობილიზაციის შესახებ

> Text consolidated as of 2023-09-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მობილიზაციის შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2023-09-21), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/16246-mobilizatsiis-shesakheb/11

1. აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების, მუნიციპალიტეტების, სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების  თავდაცვის ძალების მობილიზაციისათვის მზადყოფნისა და მობილიზაციის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

2. საქართველოს ეკონომიკის მობილიზაციისათვის მომზადებისა და მობილიზაციის ორგანიზაციის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

3. აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების, მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს, სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების თანამდებობის პირები პერსონალურად არიან პასუხისმგებელი მობილიზაციისას და მობილიზაციისათვის მზადყოფნისას მათთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის. საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5293 - ვებგვერდი, 08.12.2011წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3588 – ვებგვერდი, 21.11.2018წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6872-რს – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16246-mobilizatsiis-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16246-mobilizatsiis-shesakheb/12.md
