---
title: "მუხლი 12. სამობილიზაციო ორგანოები — მობილიზაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/16246-mobilizatsiis-shesakheb/12"
law: "მობილიზაციის შესახებ"
article: "12"
identifier: "matsne 16246"
adopted: "1999-06-23"
consolidated_as_of: "2023-09-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. სამობილიზაციო ორგანოები — მობილიზაციის შესახებ

> Text consolidated as of 2023-09-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მობილიზაციის შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2023-09-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16246-mobilizatsiis-shesakheb/12

1. აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები, მუნიციპალიტეტები, სახელმწიფო საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები, რომელთაც აქვთ სამობილიზაციო დავალებები (დაკვეთები) ან დასახული აქვთ სამობილიზაციო სამუშაოების ჩატარების ამოცანები, სამობილიზაციო ღონისძიებების ქმედუნარიანობის ამაღლების მიზნით თავიანთ სტრუქტურაში ქმნიან სამობილიზაციო ორგანოებს.

2. სამობილიზაციო ორგანოების ხელმძღვანელები უშუალოდ ექვემდებარებიან აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების შესაბამის ხელმძღვანელებს, მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს თანამდებობის პირს, სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების შესაბამის ხელმძღვანელებს.

3. სამობილიზაციო ორგანოებისა და სამობილიზაციო მოსამსახურეთა დაფინანსება ხორციელდება: ა) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში – მათთვის ამ მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ფარგლებში; ბ ) მუნიციპალიტეტებში – შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან; გ) სახელმწიფო საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში – საკუთარი შემოსავლებიდან.

4. ამ მუხლის საფუძველზე შექმნილი სამობილიზაციო ორგანოების ფუნქციები, უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5293 - ვებგვერდი, 08.12.2011წ. საქართველოს 2013 წლის 27 სექტემბრის კანონი №1389 – ვებგვერდი, 09.10.2013წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6872-რს – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16246-mobilizatsiis-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16246-mobilizatsiis-shesakheb/13.md
