---
title: "მუხლი 18. მობილიზაციის დროს რეზერვში მყოფ პირთა სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზება — მობილიზაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/16246-mobilizatsiis-shesakheb/18"
law: "მობილიზაციის შესახებ"
article: "18"
identifier: "matsne 16246"
adopted: "1999-06-23"
consolidated_as_of: "2023-09-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18. მობილიზაციის დროს რეზერვში მყოფ პირთა სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზება — მობილიზაციის შესახებ

> Text consolidated as of 2023-09-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მობილიზაციის შესახებ, მუხლი 18 (consolidated as of 2023-09-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16246-mobilizatsiis-shesakheb/18

სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში ჩასარიცხ პირთა შემადგენლობის დაკომპლექტების, მათი სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევის, სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლების, ამ პირთათვის სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლის გადავადების (დაჯავშნის) წესი და პირობები, აგრეთვე სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის ვადა განისაზღვრება თავდაცვის კოდექსით. საქართველოს 2018 წლის 7 მარტის კანონი №2040 – ვებგვერდი, 26.03.2018წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3588 – ვებგვერდი, 21.11.2018წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3503 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16246-mobilizatsiis-shesakheb/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16246-mobilizatsiis-shesakheb/19.md
