---
title: "მუხლი 21. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები — მობილიზაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/16246-mobilizatsiis-shesakheb/21"
law: "მობილიზაციის შესახებ"
article: "21"
identifier: "matsne 16246"
adopted: "1999-06-23"
consolidated_as_of: "2023-09-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები — მობილიზაციის შესახებ

> Text consolidated as of 2023-09-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მობილიზაციის შესახებ, მუხლი 21 (consolidated as of 2023-09-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16246-mobilizatsiis-shesakheb/21

ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს 1999 წლის 1 სექტემბრამდე გამოსცეს შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები: ა) სამობილიზაციო რეზერვების შექმნისა და განკარგვის პირობების შესახებ; ბ) საქართველოს ეკონომიკის მობილიზაციისათვის მზადყოფნის, ეკონომიკის შესაბამისი დარგების მობილიზაციის დროისთვის დაწესებული მუშაობის რეჟიმზე გადაყვანისა და მობილიზაციის განხორციელების ღონისძიებათა შესახებ; გ) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების, სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, სამხედრო ძალების მობილიზაციისათვის მზადყოფნისა და მობილიზაციის წესის შესახებ; დ) სამობილიზაციო ორგანოების შესახებ; ე) საქართველოს სამხედრო ძალების სამობილიზაციო გეგმის შესახებ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16246-mobilizatsiis-shesakheb/20.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16246-mobilizatsiis-shesakheb/21-1.md
