---
title: "მუხლი 4. მობილიზაციის არსი — მობილიზაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/16246-mobilizatsiis-shesakheb/4"
law: "მობილიზაციის შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 16246"
adopted: "1999-06-23"
consolidated_as_of: "2023-09-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. მობილიზაციის არსი — მობილიზაციის შესახებ

> Text consolidated as of 2023-09-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მობილიზაციის შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2023-09-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16246-mobilizatsiis-shesakheb/4

მობილიზაციის არსია: ა) მობილიზაციისათვის მზადყოფნის და მისი სამეცნიერო და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; ბ) აღმასრულებელი ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოების, სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, კერძო სამართლის იურიდიული პირების მუშაობის რეჟიმის განსაზღვრა და მათი მომზადება მობილიზაციის დროს სამუშაოდ; გ) აღმასრულებელი ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოების, სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, კერძო სამართლის იურიდიული პირების მობილიზაციის რეჟიმზე გადასაყვან ღონისძიებათა განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) თავდაცვის ძალების მობილიზაციისათვის მომზადება; ე) თავდაცვის ძალების საომარ მდგომარეობაზე ან/და საგანგებო მდგომარეობაზე გადაყვანა; ვ) საქართველოს ეკონომიკის, თავდაცვის ძალების სამობილიზაციო გეგმების შემუშავება; ზ) საქართველოს სამობილიზაციო მზადყოფნის მდგომარეობის შეფასება; თ) სამობილიზაციო რეზერვების შექმნა, შენარჩუნება და განვითარება მობილიზაციის დროს სახელმწიფოს, თავდაცვის ძალებისა და მოსახლეობის მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად; ი) მობილიზაციის დროს თავდაცვის ძალებისათვის მისაწოდებელი ტექნიკის მომზადება; კ) სამობილიზაციო რეზერვებში მატერიალური ფასეულობების, სასურსათო და არასასურსათო საქონლის, ნავთობპროდუქტების ხელშეუხებელი მარაგის შექმნა, დაგროვება, შენახვა და დროულად განახლება; ლ) მობილიზაციის დროს მოსახლეობის სურსათით და არასასურსათო საქონლით მომარაგებისათვის მზადება და ორგანიზაცია, სამედიცინო დახმარებით, ტრანსპორტითა და კავშირგაბმულობის საშუალებებით უზრუნველყოფა; მ) აღმასრულებელი ხელისუფლების მართვის პუნქტის შექმნა და მომზადება მობილიზაციის დროს სამუშაოდ; ნ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მომზადება მობილიზაციის დროს სამუშაოდ; ო) აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებში, მუნიციპალიტეტებში, საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში რეზერვისტთა დაჯავშნა მობილიზაციის დროს მოქმედ ეკონომიკის შესაბამისი დარგის ობიექტებზე სამუშაოდ; პ) სწავლება და ვარჯიში სამობილიზაციო გაშლისა და სამობილიზაციო გეგმების შესასრულებლად. საქართველოს 2003 წლის 27 თებერვლის კანონი №1977 - სსმ I, №7, 26.03.2003 წ., მუხ.39 საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5293 - ვებგვერდი, 08.12.2011წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3588 – ვებგვერდი, 21.11.2018წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6872-რს – ვებგვერდი, 28.07.2020წ. თავი II . საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისა და მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებანი მობილიზაციისათვის მზადყოფნისა და მობილიზაციის სფეროში საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5293 - ვებგვერდი, 08.12.2011წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3588 – ვებგვერდი, 21.11.2018წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6872-რს – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16246-mobilizatsiis-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16246-mobilizatsiis-shesakheb/5.md
