---
title: "მუხლი 9. სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოვალეობანი — მობილიზაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/16246-mobilizatsiis-shesakheb/9"
law: "მობილიზაციის შესახებ"
article: "9"
identifier: "matsne 16246"
adopted: "1999-06-23"
consolidated_as_of: "2023-09-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოვალეობანი — მობილიზაციის შესახებ

> Text consolidated as of 2023-09-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მობილიზაციის შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2023-09-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16246-mobilizatsiis-shesakheb/9

1. სახელმწიფო საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები ამ კანონის მე-7 მუხლის „ ა“– „ დ“ ქვეპუნქტებში მოცემული ფუნქციების გარდა მოვალენი არიან: ა) ორგანიზაცია გაუწიონ და განახორციელონ სამობილიზაციო მზადყოფნის უზრუნველყოფის ღონისძიებები; ბ) მობილიზაციისათვის მზადყოფნისა და მობილიზაციის დროს დანიშნონ ცალკეული მუშაკები სამობილიზაციო ამოცანების შესასრულებლად; გ) დაამუშაონ მობილიზაციის გეგმები თავიანთ უფლებამოსილებათა ფარგლებში; დ) მობილიზაციის დროისათვის განახორციელონ ღონისძიებანი წარმოების მოსამზადებლად სამობილიზაციო დავალებების (შეკვეთების) შესრულებისათვის; ე) შეასრულონ სამობილიზაციო დავალებები (შეკვეთები), რომლებიც მიღებული აქვთ მათ მობილიზაციისათვის მზადყოფნის და მობილიზაციის უზრუნველყოფის მიზნით; ვ) მობილიზაციის გამოცხადებისას განახორციელონ ღონისძიებები საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის დროს წარმოების მუშაობის შესაბამის რეჟიმზე გადასაყვანად; ზ ) უზრუნველყონ სამობილიზაციო გეგმებით გათვალისწინებულ სატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკის შემკრებ პუნქტებში ან სამხედრო ნაწილებში მიწოდება ; თ) გადასცენ სამობილიზაციო გეგმებით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობები, კომუნიკაციები, მიწის ნაკვეთები, სატრანსპორტო და სხვა სამობილიზაციო რეზერვების მატერიალური ფასეულობები შესაბამის დაწესებულებებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით; ი) (ამოღებულია - 07.03.2018, №2040).

2. კერძო სამართლის იურიდიული და ფიზიკური პირები, როგორც წესი, ხელშეკრულების საფუძველზე ასრულებენ სამობილიზაციო დავალებებს (შეკვეთებს), ზიანის მიყენების შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ მისი შემდგომი ანაზღაურების პირობით. საქართველოს 2018 წლის 7 მარტის კანონი №2040 – ვებგვერდი, 26.03.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16246-mobilizatsiis-shesakheb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16246-mobilizatsiis-shesakheb/10.md
