---
title: "მუხლი 106². კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის გამოქვეყნება — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16270-sakartvelos-zogadi-administratsiuli-kodeksi/106-2"
law: "საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი"
article: "106^2"
identifier: "2181"
adopted: "1999-06-25"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 106². კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის გამოქვეყნება — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, მუხლი 106² (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16270-sakartvelos-zogadi-administratsiuli-kodeksi/106-2

1. ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი უნდა გამოქვეყნდეს ამ კოდექსის 55-ე და 56-ე მუხლებით გათვალისწინებული წესების შესაბამისად ან კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს ვებგვერდზე.

2. ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტთან ერთად უნდა გამოქვეყნდეს ცნობა ადმინისტრაციული წარმოების შესახებ.

3. ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობაში აღინიშნება:
ა) იმ კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, რომელშიც მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება;
ბ) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების ვადა;
გ) იმ კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მისამართი, რომელშიც შესაძლებელია მოსაზრებების წარდგენა;
დ) მოსაზრებების წარდგენის ვადა.

4. თუ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი დიდი მოცულობისაა და კოლეგიურ ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნია საკუთარი ვებგვერდი, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოაქვეყნოს მხოლოდ ცნობა ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების შესახებ. ასეთ შემთხვევაში ცნობაში აღინიშნება ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასახელება და მოკლე შინაარსი.
საქართველოს 2009 წლის 22 ოქტომბრის კანონი №1886 - სსმ I, №33, 09.11.2009 წ., მუხ.208

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16270-sakartvelos-zogadi-administratsiuli-kodeksi/106-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16270-sakartvelos-zogadi-administratsiuli-kodeksi/106-3.md
