---
title: "მუხლი 109. მოწმე და ექსპერტი ფორმალურ ადმინისტრაციულ წარმოებაში — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16270-sakartvelos-zogadi-administratsiuli-kodeksi/109"
law: "საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი"
article: "109"
identifier: "2181"
adopted: "1999-06-25"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 109. მოწმე და ექსპერტი ფორმალურ ადმინისტრაციულ წარმოებაში — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, მუხლი 109 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16270-sakartvelos-zogadi-administratsiuli-kodeksi/109

1. ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დროს მოწმე ვალდებულია მისცეს ჩვენება, ხოლო ექსპერტი – დასკვნა.

2. (ამოღებულია).

3. დაინტერესებულ მხარეს უნდა მიეცეს საშუალება გამოთქვას თავისი მოსაზრება ექსპერტის დასკვნის ან მოწმის ჩვენებასთან დაკავშირებით.

4. დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს დაესწროს მოწმის ან ექსპერტის დაკითხვას, დაუსვას მათ შეკითხვები, გაეცნოს ექსპერტის წერილობით დასკვნას, დაესწროს შემთხვევის ადგილის დათვალიერებას.

5. დაინტერესებული მხარის მიერ მოწვეული მოწმის ან ექსპერტის ხარჯებს ანაზღაურებს დაინტერესებული მხარე.
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1801 - სსმ I, №37, 14.07.2005წ., მუხ.245

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16270-sakartvelos-zogadi-administratsiuli-kodeksi/108.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16270-sakartvelos-zogadi-administratsiuli-kodeksi/110.md
