---
title: "მუხლი 165. გადაწყვეტილება აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16270-sakartvelos-zogadi-administratsiuli-kodeksi/165"
law: "საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი"
article: "165"
identifier: "2181"
adopted: "1999-06-25"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 165. გადაწყვეტილება აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, მუხლი 165 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16270-sakartvelos-zogadi-administratsiuli-kodeksi/165

1. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულების მიზნით ადმინისტრაციულ ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია განახორციელოს სხვა პირის მიმართ კანონით გათვალისწინებული რაიმე მოქმედება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოცემულია გადაწყვეტილება აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ.

2. აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ განცხადების შეტანის შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო საკითხს წყვეტს 10 დღის ვადაში. აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილება წერილობითია და წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

3. აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილებას შეიძლება შეიცავდეს ის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც უნდა აღსრულდეს.

4. აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილებაში მითითებული უნდა იყოს ის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის აღსასრულებლადაც არის იგი გამოცემული.

6. აღსრულების უზრუნველყოფის ერთი საშუალების გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში უნდა გამოიცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აღსრულების სხვა საშუალების გამოყენების შესახებ.

7. აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს ხარჯების ოდენობა და ანაზღაურების წესი. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსასრულებლად განხორციელებულ მოქმედებათა შესაბამისად შემდგომში შეცვალოს ხარჯების ოდენობა.
საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №772 - სსმ I, №6, 20.03.2001წ., მუხ.8
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1801 - სსმ I, №37, 14.07.2005წ., მუხ.245

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16270-sakartvelos-zogadi-administratsiuli-kodeksi/164.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16270-sakartvelos-zogadi-administratsiuli-kodeksi/166.md
