---
title: "მუხლი 172. უშუალო იძულება — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16270-sakartvelos-zogadi-administratsiuli-kodeksi/172"
law: "საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი"
article: "172"
identifier: "2181"
adopted: "1999-06-25"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 172. უშუალო იძულება — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, მუხლი 172 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16270-sakartvelos-zogadi-administratsiuli-kodeksi/172

1. თუ ამ კოდექსის 170-ე და 171-ე მუხლებში მითითებული აღსრულების უზრუნველყოფის საშუალების გამოყენების მიუხედავად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ აღსრულდა, აღსრულებაზე პასუხისმგებელი ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულება უზრუნველყოს უშუალო იძულების საშუალებით.

2. უშუალო იძულება შეიძლება აგრეთვე გამოყენებულ იქნეს ამ კოდექსის 166-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

3. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გამოიყენოს უშუალო იძულების ის საშუალება, რომელიც გათვალისწინებულია კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით.
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1801 - სსმ I, №37, 14.07.2005წ., მუხ.245

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16270-sakartvelos-zogadi-administratsiuli-kodeksi/171.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16270-sakartvelos-zogadi-administratsiuli-kodeksi/173.md
