---
title: "მუხლი 175. ფულადი თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულების განსაკუთრებული წესი — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16270-sakartvelos-zogadi-administratsiuli-kodeksi/175"
law: "საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი"
article: "175"
identifier: "2181"
adopted: "1999-06-25"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 175. ფულადი თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულების განსაკუთრებული წესი — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, მუხლი 175 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16270-sakartvelos-zogadi-administratsiuli-kodeksi/175

1. ფულადი თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულების მიმართ არ გამოიყენება ამ კოდექსის 169-ე მუხლში მითითებული აღსრულების უზრუნველყოფის საშუალებანი.

2. ფულადი თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებისათვის აუცილებელია შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ.

3. თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ვალდებული პირი უარს აცხადებს გადაიხადოს ფულადი თანხა, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ, რომლის შესაბამისად უფლებამოსილი პირი მოვალეს დააკისრებს ვალდებულებას, მისთვის გადასაცემი ფულადი თანხა ჩარიცხოს ადმინისტრაციული ორგანოს ანგარიშზე.

4. პირისაგან თანხის იძულებითი ამოღება, ქონებაზე ყადაღის დადება წარმოებს სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით .
საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №772 - სსმ I, №6, 20.03.2001წ., მუხ.8
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1801 - სსმ I, №37, 14.07.2005წ., მუხ.245

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16270-sakartvelos-zogadi-administratsiuli-kodeksi/174.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16270-sakartvelos-zogadi-administratsiuli-kodeksi/176.md
