---
title: "მუხლი 176. აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16270-sakartvelos-zogadi-administratsiuli-kodeksi/176"
law: "საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი"
article: "176"
identifier: "2181"
adopted: "1999-06-25"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 176. აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, მუხლი 176 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16270-sakartvelos-zogadi-administratsiuli-kodeksi/176

1. აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილება გასაჩივრდება ამ კოდექსით დადგენილი წესით.

2. თუ აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილებით შერჩეული უზრუნველყოფის საშუალება და აღსრულების ვადა უშუალოდ გამომდინარეობს იმ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიდან, რომლის აღსასრულებლადაც იგი გამოიცა, მისი გასაჩივრება შეიძლება მხოლოდ შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან ერთად.
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1801 - სსმ I, №37, 14.07.2005წ., მუხ.245
თავი XIII. ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16270-sakartvelos-zogadi-administratsiuli-kodeksi/175.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16270-sakartvelos-zogadi-administratsiuli-kodeksi/177.md
