---
title: "მუხლი 18. უარის თქმა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენაზე — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16270-sakartvelos-zogadi-administratsiuli-kodeksi/18"
law: "საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი"
article: "18"
identifier: "2181"
adopted: "1999-06-25"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18. უარის თქმა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენაზე — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, მუხლი 18 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16270-sakartvelos-zogadi-administratsiuli-kodeksi/18

1. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია არ აღმოუჩინოს სამართლებრივი დახმარება, თუ:
ა) ეს სცილდება მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს;
ბ) სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა ზიანს აყენებს სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის ინტერესებს ანდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონით დაკისრებულ ვალდებულებათა განხორციელებას.

2. თუ ადმინისტრაციული ორგანო უარს აცხადებს სამართლებრივი დახმარების აღმოჩენაზე, იგი ვალდებულია 3 დღის ვადაში წერილობით აცნობოს ამის შესახებ იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც თხოვნით მიმართა მას.

3. ადმინისტრაციულ ორგანოებს შორის დავას სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ წყვეტს საერთო ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო ასეთის არარსებობისას – სასამართლო.

4. სარჩელი სასამართლოს წარედგინება მხოლოდ შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს ზემდგომი ორგანოსაგან სამართლებრივი დახმარების აღმოჩენაზე წერილობითი უარის მიღების შემდეგ.
საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1698 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.181
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6880 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16270-sakartvelos-zogadi-administratsiuli-kodeksi/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16270-sakartvelos-zogadi-administratsiuli-kodeksi/19.md
