---
title: "მუხლი 188. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეცვლის ან ბათილად გამოცხადების უფლება — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16270-sakartvelos-zogadi-administratsiuli-kodeksi/188"
law: "საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი"
article: "188"
identifier: "2181"
adopted: "1999-06-25"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 188. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეცვლის ან ბათილად გამოცხადების უფლება — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, მუხლი 188 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16270-sakartvelos-zogadi-administratsiuli-kodeksi/188

1. ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა არ აჩერებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს უფლებას – შეცვალოს, ძალადაკარგულად ან ბათილად გამოაცხადოს იგი ამ კოდექსით დადგენილი წესით.

2. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეცვლის ან ბათილად გამოცხადების შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია 5 დღის განმავლობაში აცნობოს ამის შესახებ ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველ ადმინისტრაციულ ორგანოს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16270-sakartvelos-zogadi-administratsiuli-kodeksi/187.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16270-sakartvelos-zogadi-administratsiuli-kodeksi/189.md
