---
title: "მუხლი 192. ადმინისტრაციული ორგანოს უფლება ცნოს ადმინისტრაციული საჩივარი — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16270-sakartvelos-zogadi-administratsiuli-kodeksi/192"
law: "საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი"
article: "192"
identifier: "2181"
adopted: "1999-06-25"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 192. ადმინისტრაციული ორგანოს უფლება ცნოს ადმინისტრაციული საჩივარი — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, მუხლი 192 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16270-sakartvelos-zogadi-administratsiuli-kodeksi/192

1. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ორგანოს უფლება აქვს ცნოს ადმინისტრაციული საჩივარი, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას.

2. თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველ ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს გააგრძელოს ადმინისტრაციული წარმოება მიუხედავად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანოს მიერ ადმინისტრაციული საჩივრის ცნობისა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16270-sakartvelos-zogadi-administratsiuli-kodeksi/191.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16270-sakartvelos-zogadi-administratsiuli-kodeksi/193.md
